ილია დარჩიაშვილი: ვულოცავთ აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს – საქართველო ამაყია შეერთებულ შტატებთან ხანგრძლივი პარტნიორობით
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. შესაბამის განცხადებას მინისტრი სოციალურ ქსელ Twitter-ზე.
მისი თქმით, საქართველო ამაყია შეერთებულ შტატებთან 30-წლიანი პარტნიორობით.
“ვულოცავთ აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს! აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს აღვნიშნავთ.
საქართველო ამაყია შეერთებულ შტატებთან ხანგრძლივი პარტნიორობით. ჩვენი ქვეყნები იზიარებენ ღრმა ერთგულებას თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის მიმართ!“- წერს ილია დარჩიაშვილი.
We congratulate🇺🇸on its Independence Day! As we celebrate 30th anniversary of establishment of diplomatic relations with 🇺🇸! 🇬🇪 is proud of its long-standing partnership with🇺🇸! Our countries share a deep commitment to freedom, independence and democracy! Long live🇺🇸! @StateDept
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) July 4, 2022