საგარეჯოს მერმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა, გეგმური მონიტორინგის ფარგლებში, ქალაქ საგარეჯოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების: თამარ მეფის ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოს კეთილმოწყობის და კახეთის ქუჩის მოასფალტების წინა მოსამზადებელი სამუშაოები მოინახულა.
მერთან ერთად, ასევე იმყოფებოდნენ მისი პირველი მოადგილე – ემზარ კუჭუაშვილი და ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი – ბექა ფეიქრიშვილი.
მუნიციპალიტეტის მერი ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა, მოსაზრებები მოისმინა და კონტრაქტორი კომპანიის სამუშაო ჯგუფს შესაბამისი რეკომენდაციები გააცნო.