გელა დუმბაძემ და ეკატერინე სირაძე-დელონმა ლევილის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხზე იმსჯელეს
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საფრანგეთის ფედერაციაში ეკატერინე სირაძე-დელონეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ლევილში არსებულ მდგომარეობას და უძველესი მიწის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხზე სამომავლო ნაბიჯებს. სახელმწიფო მინისტრმა ასევე საფრანგეთში მცხოვრები ქართველების მდგომარეობის შესახებაც მიიღო ინფორმაცია.