შალვა პაპუაშვილი: ვულოცავთ აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს – ვამაყობთ ჩვენს საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობით

ვულოცავთ აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს.

მისი თქმით, საქართველო ამაყობს აშშ-სთან პარტნიორობით, რომელიც 3 ათწლეულის განმავლობაში ვითარდება და ძლიერდება.

„ვულოცავთ აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს! ჩვენ ვამაყობთ ჩვენს საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობით, რომელიც ვითარდება და ძლიერდება 3 ათწლეულის განმავლობაში. ეს საიუბილეო წელი ყოფილიყოს საქართველოსა და აშშ-ის შორის კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების ახალი დასაწყისი,“- წერს შალვა პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები