ირაკლი ქადაგიშვილი: დღეს დაგეგმილი აქციის მიზანია სწორედ ის, რომ დეპოლარიზაცია არ მოხდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, დღეს დაგეგმილი აქციის მიზანია ის, რომ ქვეყანაში დეპოლარიზაცია არ მოხდეს.

“ამ აქციის მიზანია სწორედ ის, რომ დეპოლარიზაცია არ მოხდეს, შეთანხმებული მუშაობა პარლამენტში – არ მოხდეს, ტორპედირება მოხდეს საქართველოს როგორც ეკონომიკური განვითარების, ასევე საქართველოს მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით და რა თქმა უნდა შენიღბულად, მაგრამ რეალურად აგრეთვე ამ 12 რეკომენდაციის შესრულებას რომ შეუშალონ ხელი. ეს არის ძირითადი მიზანი და ხაზი ამ აქციისა, რომელიც დღეს იგეგმება”, – ამბობს ქადაგიშვილი.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქცია – “შინ ევროპისკენ” დღეს,  20:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები