აშშ-ი App Store-დან და Google Play-დან TikTok-ის წაშლას ითხოვს
აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლობა App Store-დან და Google Play-დან TikTok-ის წაშლას ითხოვს. ეს იმით იხსნება, რომ პროგრამის მეშვეობით პერსონალური მონაცემების გაჟონვა მიმდინარეობს. წერილი აღნიშნული მოთხოვნით FCC-ის უფლებამოსილმა კომისარმა ბრენდ კარმა Twitter-ში გამოაქვეყნა.
„TikTok – ეს არ არის მორიგი ვიდეოპროგრამა. ეს მგელია კრავის ტყავში. ის მასობრივად კრებს კონფიდენციალურ მონაცემებს, რომლებზეც წვდომას იღებენ პეკინში“, – წერს ჩინოვნიკი.
წერილის ადრესატები არიან აღმასრულებელი დირექტორები – ტიმ კუკუ (Apple) და სუნდარ პიჩაი (Google). მასში ნათქვამია, რომ პროგრამა ნაციონალური უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მომხმარებელთა მონაცემები იგზავნება ჩინეთის სერვერებზე, მათზე რომელზეც ჩინეთის ხელისუფლებას წვდომა აქვს.
„მე ორივეს მოგმართავთ, ვინაიდან Apple და Google თავს წარადგენს, როგორც მოწინავე მაღაზიებს, რომლებიც უსაფრთხო და სანდოა სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფების ჩამოსატვირთად. მიუხედავად ამისა, Apple-მა და Google-მა განიხილეს და დაუშვეს TikTok-ის საკუთარ პლატფორმაზე განსათავსებლად“, – წერს ბრენდა კარი.
ის განმარტავს, რომ TikTok ეკუთვნის პეკინში დაფუძნებულ ByteDance-ს, რომელიც ასოცირდება ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან და ჩინეთის კანონმდებლობით ვალდებულია შეასრულოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მოთხოვნები.
ეს ეწინააღმდეგება Google-ისა და Apple-ის მაღაზიებში აღწერილი კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ვინაიდან აპლიკაციები ვერ გადასცემენ მიღებულ ინფორმაციას მესამე პირებს მომხმარებლის თანხმობის გარეშე.
ამიტომ, აშშ-ს მთავრობა მოითხოვს, რომ აპლიკაცია ამოღებულ იქნეს App Store-დან და Google Play-დან 8 ივლისამდე. თუ ეს არ მოხდა, კომპანიებმა თავიანთი ქმედებები უნდა ახსნან.