წყალდიდობა წყალტუბოში – ძლიერმა წვიმამ მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

ძლიერმა წვიმამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. წყალმა დაფარა ქალაქის ცენტრალური პარკი, გზები, ქალაქის რკალზე განლაგებული შენობები.

ვაზნარის ღელის ადიდების გამო, დაიტბორა მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახები, უხვმა ნალექმა ადგილობრივი მოსახლეობა დააზარალა ასევე 9 აპრილისა და გოგებაშვილის ქუჩებზე.

ადგილზე მობილიზებულია მერის, სახანძრო სამაშველო სამსახურისა და ააიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის თანამშრომლები, დაზარალებულებს ხვდება მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, იწმინდება სანიაღვრე არხები და მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები