5 დაშავებული და 19 გარდაცვლილი – ირანში ორი მიწისძვრა მიყოლებით მოხდა

ირანის სამხრეთ ნაწილში მომხდარ ორ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

6.3 და 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრები ქალაქ ხამირიდან 61 კილომეტრში დაფიქსირდა.

ამ დროისთვის ცნობილია 5 გარდაცვლილისა და 19 დაშავებულის შესახებ, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვები შეიძლება გაიზარდოს.

ირანის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრებს ათობით აფტერშოკი მოჰყვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები