„თეატრალური იმერეთი 2022“-ის სამ ნომინაციაში სამტრედიელმა მსახიობებმა გაიმარჯვეს

„თეატრალური იმერეთი 2022“-ზე სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სახალხო თეატრის სამმა მსახიობმა წარმატება მოიპოვა. პროფესიული ჟიურის გადაწყვეტილებით, ფესტივალის აღმოჩენა ნინო ჭახნაკია გახდა, ქალის და მამაკაცის როლის საუკეთესო შემრულებელ მსახიობებად ლორიტა ჯორჯიკია და რადი შენგელია დასახელდნენ. წელს ფესტივალზე სამტრედიის სახალხო თეატრი ერიკ  ემანუელ შმიტის „სასტუმრო ორი სამყაროს გასაყართან“ წარდგა. სპექტაკლი რეჟისორმა ვეფხია ნადირაძემ დადგა.

სამტრედიელ მსახიობებს და თეატრალურ დასს წარმატება მიულოცეს და დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს დაესწრნენ, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე და მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ნატალია მანჯგალაძე.

„წელს სამტრედიის თეატრის წარმატება უპრეცედენტოა, სამ ნომინაციაში გამარჯვება ნამდვილად    საამაყო და სასიხარულოა. მადლობა რეჟისორს და დასის სრულ შემადგგენლობას“, – განაცხადა დავით ბახტაძემ.

საერთაშორისო ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“, რომლის დამფუძნებელი და  გენერალური დირექტორი ლევან როხვაძეა,წელს მეცამეტედ ჩატარდა. დახურვის საზეიმო ღონისძიება დღეს, 1-ელ ივლისს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა, სადაც  დასახელდენ  გრანპრის მფლობელი  და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული თეატრალური დასები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები