რომის პაპი: გაერო უძლურია, რომ უკრაინაში ომი დაასრულოს

რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ გაერო უძლურია, უკრაინაში ომი დაასრულოს.

მისი თქმით, ამ ეტაპზე გაეროს არ აქვს ძალა დაამტკიცოს თავისი უფლებამოსილება.

„უკრაინაში მიმდინარე ომში ჩვენ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციების უძლურების მოწმენი ვართ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ნდობა გაჩნდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიმართ. ჩემი განზრახვა არ არის ვინმეს შეურაცხყოფა, ვიცი, რომ იქ ძალიან კარგი ადამიანები მუშაობენ, მაგრამ ამ ეტაპზე გაეროს არ აქვს ძალა დაამტკიცოს თავისი უფლებამოსილება“, – განაცხადა რომის პაპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები