უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას არ უნდა დასჭირდეს წლები ან ათწლეულები.
„ეს გზა სწრაფად უნდა გავიაროთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ოდესაზე თავდასხმა ევროკავშირში გაწევრიანების აქტუალურობას აძლიერებს.
„მოვუწოდებ ყველას, ვინც სამთავრობო თანამდებობებს იკავებს, დაინახონ თავიანთი მოვალეობები, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მუშაობა, როგორც ფრონტის ხაზზე ბრძოლა ჩვენი სახელმწიფოსთვის. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ევროკავშირში გაწევრიანების მომზადებაზე იმავე ინტენსივობითა და პასუხისმგებლობით, როგორც კანდიდატის სტატუსისთვის მომზადებისას“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.