ამბროლაურის მთავარ ბიბლიოთეკას ახალი წიგნები გადაეცა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიამ ამბროლაურის მთავარ ბიბლიოთეკას პროექტ ,,მწიგნობარი 2022’’-სთვის საჭირო ლიტერატურა საჩუქრად გადასცა.

მერიის ცნობით, მსგავსი სახის აქტივობები მუნიციპალიტეტში პერიოდულად ხორციელდება და ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის შევსებასა და გამრავალფეროვნებას ისახავს მიზნად.

წიგნები ბიბლიოთეკის თანამშრომლებს მერის მოადგილემ – მამუკა ხიმშიაშვილმა მერიის წარმომადგენლებთან ერთად გადასცა.

ამბროლაურის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრისა და მთავარი ბიბლიოთეკის ერთობლივი თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მკითხველებისთვის ყოველწლიურად არაერთი საინტერესო ღონისძიება იმართება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები