გიორგი ცუცქირიძე: ერთადერთი, რასაც შეუძლია, ეკონომიკის ტემპი შეაჩეროს, დესტაბილიზაციაა, რადიკალური ოპოზიციის მოთხოვნები შეცდომაა

ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, ერთადერთი, რასაც დღეს შეუძლია, ეკონომიკის ტემპი შეაჩეროს ან პრობლემები შექმნას, პოლიტიკური დესტაბილიზაციაა. ამის შესახებ ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ამ წელს მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება. ერთადერთი, რასაც დღეს შეუძლია, ეკონომიკის ტემპი შეაჩეროს ან პრობლემები შექმნას, დესტაბილიზაციაა. მინდა, აღვნიშნო, რომ ის მოთხოვნები, რასაც ოპოზიცია, ანუ რადიკალური ფრთა აყენებს, რაღაც ტექნიკური მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით, პრინციპულად შეცდომაა, თუ არა მიუღებელი. საბოლოოდ, ეს გარკვეულ დესტაბილიზაციას ემსახურება. იქმნება გარკვეული სურათი, რომ ქვეყანაში კრიზისია. ეს უცხოურ ინვესტიციებზე პირდაპირ აისახება. პოლიტიკური რყევებისადმი ყველაზე მგრძნობიარე უცხოური ინვესტიციებია. ეს სხვა ფაქტორებზეც აისახება: ქართული კომპანიები გაფართოებისგან თავს შეიკავებენ, ახალ სამუშაო ადგილებს აღარ შექმნიან. ესეც, ბუნებრივია, ეკონომიკურ ზრდაზე ნეგატიურად იმოქმედებს.
ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ამ ტიპის დესტაბილიზაციები არ დაუშვას”, – განაცხადა ცუცქირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები