დმანისის მერმა, კობა მურადაშვილმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული პროექტები მოინახულა

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა, შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული პროექტები მოინახულეს.

ამ ეტაპზე, დასრულებულია სოფელ ტნუსში მინისტადიონის რეაბილიტაცია.

სოფელ დიდ დმანისში მიმდინარეობს ბელვედერის მოწყობა, სოფელ კამარლოში – წყლის რეზერვუარის მშენებლობა, სოფელ საკირეში კი – შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ასევე, რეაბილიტაცია უტარდება ქალაქ დმანისში არსებულ სარეპეტიციო დარბაზს და მრავალბინიან კორპუსში სახურავებისა და სავენტილაციო არხების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები