თურქეთში მეწყრის შედეგად დაღუპული მძღოლის ვინაობა ცნობილია
თურქეთში, ქემალფაშას რაიონში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად აზერბაიჯანელი მძღოლი დაიღუპა.
ამის შესახებ “ფეისბუქზე” აზერბაიჯანის საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავების ასოციაციის (ABADA) დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რუსლან ელდაროღლუმ დაწერა.
“მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, ერთი აზერბაიჯანელი მძღოლი დაიღუპა, დაშავდა კიდევ ორი მძღოლი, რომლებიც თურქეთის მოქალაქეები არიან. ABADA-მ ჩვენი გარდაცვლილი მძღოლის იდენტიფიცირებისთვის მუშაობა დაიწყო”, – დაწერა მან.
თურქეთში, საქართველოს საზღვართან ახლოს, ქემალფაშას რაიონში მეწყერი დღეს ჩამოწვა, ლოდებმა გზის პირას გაჩერებული სატვირთო მანქანები დააზიანეს.
თურქული მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, 4 გამვლელი სატვირთო დაზიანდა, ორი მათგანი ნანგრევების ქვეშ მოექცა.
აღნიშნულ გზაზე მოძრაობა გადაკეტილია.