მარტვილში ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს
მარტვილის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა აქტიურად გრძელდება. ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.
მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა – თორნიკე ჯანაშიამ, მერის მოადგილე გივი ელიავამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანიამ დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში, აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი.
პროექტის ღირებულება 4 391 388 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს ABEKA LLC & ARCHTRADE LLC ასრულებს.
აღსანიშნავია, რომ საბავშვო ბაღის მშენებლობა ასევე მიმდინარეობს დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში.
საბავშვო ბაღების მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.