ლანჩხუთის 8 ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ქალაქის 8 ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება. ამის შესახებ ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის, სამუშაოები გოგიჩაიშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 3 000 000 ლარია.
სამუშაოებს კომპანია ,,პალადა” ასრულებს.
ქალაქში მიმდინარე სამუშაოები ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა დაათვალიერა.