ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ცნობილ მსახიობს და ინფლუენსერს უმასპინძლა
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ცნობილ მსახიობსა და ინფლუენსერს საუდ ალ ქააბს უმასპინძლა. საუდ ალ ქააბი სპარსეთის ყურის ქვეყნების სატელევიზიო სერიალების პოპულარული მსახიობი და ტელეპროდიუსერია.
ინფო-ტურის ფარგლებში ცნობილმა მსახიობმა და ინფლუენსერმა თბილისი, უფლისციხე, სტეფანწმინდა და ლოპოტა მოინახულა და ტურისტულად საინტერესო ადგილები გადაიღო.
საქართველოს შესახებ საუდ ალ ქააბის პოსტებს სოციალურ ქსელში Instagram-ი დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მსახიობის ვიდეოებმა ათიათასობით მოწონება დაიმსახურა.
ინფო-ტურის მიზანია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვა.
„ამჟამად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრცია, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, რომელიც ჩვენს უმთავრეს მიზნობრივ ბაზარს წარმოადგენს, მასპინძლობს წამყვან მსახიობს და ინფლუენსერს, რომელმაც საქართველოში უკვე მოინახულა გარკვეული ადგილები. და კულტურული ტურისტულ პოტენციალს გაეცნო. აღსანიშნავია, რომ მის ინსტაგრამ გვერდზე რამდენიმე დღეში უკვე ოცდათხუტმეტიათიათასი მოწონება დაიმსახურა ჩვენი ქვეყნის ტურისტულმა პროდუქტმა. რათქმაუნდა ჩვენ ძალიან პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, რომ ეს ტური მნიშვნელოვნად განაპირობებს ამ ქვეყნიდან საქართველოში ტურისტული ნაკადის ზრდას.“ – აცხადებს მედეა ჯანიაშვილი.
„მე მართლაც გაოცებული ვარ ყველაფრით საქართველოში, ეს იყო საოცარი მოგზაურობა მე მომწონა ყველაფერი და რაც მე ვნახე; არაჩვეულებრივი ბუნება, იფრასტურქტურა რომელიც აბსოლიტურად მზადაა ტურისტების მისაღებად, არაჩვეულებრივი რეზორტები, რომლებსაც ყველაფერი აქვთ თავგადასავლებისთვის, ბავშვებისთვის, საქორწინო მოგზაურობებისთვის, ვისაც რა უნდა იმის პოვნა შეუძლია საქართველოში. აქ არის ბევრი აღმოუჩენელი ადგილი, რაც უფრო საინტერესოს ხდის მოგზაურობას, შეგიძლია ჩამოხვიდე და აღმოაჩინო მეტი და მეტი, უნდა ავღნიშნო საფეხმავლო ბილიკები, აუცილებლად მინდა ვნახო და კიდევ ჩამოვიდე საქართველოში.
მე ვეუბნები ჩემს მეგობრებს და მაყურებელს როდესაც მე ჩემი სოციალური მედიისთვის ვიღებ, რომ აღფრთოვანებული ვარ ყველაფრით საქართველოში ეს იყო მხოლოდ ხუთი დღე მაგრამ ინტენსიურად დატვირთული 5 დღე. იმდენი საინტერესო ადგილი მოვინახულე ამ ხუთ დღეში და მინდა გითხრათ, რომ მე აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში“, – აცხადებს ინფლუენსერი საუდ ალ ქააბი.