ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, „საზაფხულო სკოლა“-ში ბავშვების მიღება დაიწყო

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დაიწყო, ყველაზე მხიარული და ყველაზე გასართობი „საზაფხულო სკოლის“ ბავშვების მიღება.

მიმართულება:

  • სასწავლო – შემეცნებითი
  • შემოქმედებითი
  • სპორტული
  • გასართობი
  • ასაკი 7-10 წელი

ბავშვებს ელოდებათ მხიარული გარემო, მეგობრული ატმოსფერო და ბევრი საინტერესო აქტივობა.

სკოლა პირველ ნაკადს მიიღებს 4 ივლისს და გაგრძელდება თვის ბოლომდე.

პროექტის მიზანი, თავისუფალი დროის ეფექტურად, შემეცნებითად, ხალისიანად, შემოქმედებითად ხარჯვა. ახალი მეგობრების გაჩენა. სპორტულ და გასართობ აქტივობებში ჩართვა. ყოველგვარი სმარტფონების გარეშე მხიარულ გარემოში მეგობრებთან ერთად გატარება.

სკოლაში ჩარიცხვის მსურველი ბავშვის მშობელმა უნდა გაიაროს რეგისტრაციის ფორმა – https://forms.gle/NSm3ktrKw8XzmZ4v6

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები