ბაიდენმა უკრაინისთვის 800 მილიონი დოლარის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ განაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 800 მილიონი დოლარის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ განაცხადა, რომელიც უახლესი დასავლური საჰაერო თავდაცვის სისტემებს მოიცავს.

როგორც მან ნატოს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, შეერთებულმა შტატებმა უკვე გამოუყო უკრაინას 7 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება მას შემდეგ, რაც ის თანამდებობაზეა და მხარდაჭერის გაგრძელებას გეგმავს.

„უახლოეს დღეებში, ჩვენ ვგეგმავთ გამოვაცხადოთ უკრაინისთვის მეტი დახმარების შესახებ, მათ შორის ახალი მოწინავე დასავლური საჰაერო თავდაცვის სისტემებით, მეტი არტილერიით, დამატებითი საბრძოლო მასალით HIMARS-ის სარაკეტო სისტემებისთვის, რომლებსაც უკვე ვაწვდით უკრაინას“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები