ესპანეთში ინფლაციამ, უკანასკნელი 37 წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია

ესპანეთში ენერგეტიკისა და სურსათის ფასების ზრდით გამოწვეული ინფლაცია ივნისში 1,5 პუნქტით გაიზარდა და წლიური მაჩვენებლით 10,2% შეადგინა, რაც 1985 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ამის შესახებ ესპანეთის სტატისტიკის ეროვნულმა ინსტიტუტმა გამოაცხადა.

აღინიშნება, რომ საბაზისო ინფლაცია, საწვავზე ან პროდუქტებზე ცვალებადი ფასების გათვალისწინების გარეშე, წლიური მაჩვენებლით უკვე 5.5%-ს აღწევს.

ეროვნულმა ინსტიტუტმა ხაზი გაუსვა, რომ ინფლაციის რეკორდულ მაჩვენებელზე გავლენა, ასევე, სასტუმროებსა და კვების პროდუქტებზე ფასების ზრდამ იქონია.

კერძოდ, მაისში სურსათის ფასებმა, თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში, ზრდის უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია და წელიწადში 11% შეადგინა.

უკრაინის ომმა გავლენა მოახდინა ისეთ პროდუქტებზე ფასების მატებაზე, როგორიცაა მარცვლეული, პური, მაკარონი, ფქვილი და სხვა პროდუქტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები