„სამოქალაქო ბიუჯეტი 2022″-ის არგლებში დაგეგმილი პროექტების განხორციელების მიზნით გორის მერიამ ტენდერები გამოაცხადა

გორის მუნიციპალიტეტში „სამოქალაქო ბიუჯეტის 2022“ – ის ფარგლებში 41 პროექტი განხორციელდება, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით შეირჩა. მიმდინარე წლის პროგრამის ბიუჯეტი 3 მილიონამდე ლარია, რომელიც 28 ადმინისტრაციულ ერთეულზე თანაბრად ნაწილდება. აღსანიშნავია, რომ აქტიურად მიმდინარეობს „სამოქალაქო ბიუჯეტი 2023“-ის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის პროცესიც. ამ ეტაპზე, პროგრამის ახალგაზრდული კლუბის წევრები გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით აწარმოებენ საჭიროებების კვლევას და კონსულტაციას უწევენ მოსახლეობას სამოქალაქო ბიუჯეტისთვის საინიციატივო წინადადებების მომზადების პროცესში. პროგრამის მიზანია მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილება. გამოცხადებული ტენდერები:  გორში მუსხელიშვილის ქუჩაზე სკვერისა და მინიმოედნის მოწყობა შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=464754&lang=ge  ქვახვრელში ჩოგბურთისა და კალარბურთის მოედნის მოწყობა შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=465703&lang=ge მღებრიანში მდინარე თეძამზე გადასასვლელი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=464341&lang=ge სათემოში სკვერის მოწყობა შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=464900&lang=ge ხიდისთავში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის გამაგრებითი და გორში მელიქიშვილის გამზირზე მდინარის გაბიონის მოწყობის სამუშაოები შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=465160&lang=ge ახალდაბაში სკვერის მოწყობა შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=464920&lang=ge არბოში მინი მოედნის მოწყობა შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=464887&lang=ge პატარა გარეჯვარში სკვერის მოწყობა შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=464667&lang=ge შინდისის გმირების ქუჩა N24-ის მიმდებარედ სპორტული მოედნის რეაბილიტაცია შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=464138&lang=ge წმინდაწყლის დასახლებაში (მე-5 მიკრორაიონი საცხოვრებელი სახლი #10-სა და #10 ა-ს მიმდებარედ) სკვერის მოწყობის სამუშაოები შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=464308&lang=ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები