თელავში რეგიონის მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის პროექტი განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე – სოლომონ პავლიაშვილი, შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო სააგენტოს (SIDA) გენერალურ დირექტორ ქარინ იამთინთან ერთად, ქ. თელავში რეგიონის მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის პროექტის განხილვას დაესწრო.
მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო სააგენტოს (SIDA) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისთვის და ყურადღება ქვეყნისთვის ნარჩენების მართვის გეგმის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
აღსანიშნავია, რომ კახეთი პირველი, საპილოტე რეგიონია, სადაც, შვედეთის მთავრობისა და შვედი ექსპერტების მხარდაჭერით, მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა შეიქმნა.
შეხვედრას კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, პლატონ კალმახელიძე და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები