გორის სკვერებში დაზიანებული ინვენტარი ახლდება

გორის სკვერებში დაზიანებული ინვენტარის განახლება მიმდინარეობს. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ.
მათი ინფორმაციით, დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში, დასასვენებელ სივრცეებში გამოიცვლება დაზიანებული ურნები, ლამპიონები და სკამები.

“ინვენტარის ნაწილი, რომელიც რეაბილიტაციას ექვემდებარება, განახლდება, ნაწილი კი ახლით ჩანაცვლდება.
სამწუხაროდ, სკვერებში ხშირად ვხვდებით მწვანე ნარგავების, სკამების, ლამპიონებისა და სხვა ინვენტარის დაზიანების ფაქტებს.
ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო მოგიწოდებთ გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ ქალაქს”, – აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები