ისრაელის ქნესეთმა თვითდათხოვნის შესახებ გამოაცხადა. ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 1-ელ ნოემბერს ჩატარდება და უკანასკნელი 124 დღის განმავლობაში რიგით მეხუთე იქნება.
ოპოზიცია არჩევნების ჩატარებას 25 ოქტომბერს ითხოვდა.
ამრიგად, უკვე დღეს ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელის უფლებამოსილება პარტია “ეშ ათიდის” ლიდერთან, იაირ ლაპოიდთან გადავა.
მანამდე, ქვეყნის მოქმედმა პრემიერმა, ნაფტალი ბენეტმა პარტია “იამინიდან” წასვლის შესახებ გამოაცხადა.
მან თქვა, რომ უახლოეს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა, პირობა დადო, რომ პოლიტიკას მოგვიანებით დაუბრუნდება.
“ისრაელის სახელმწიფო ჩემი ცხოვრების სიყვარულია, ჩემს ოჯახთან ერთად. სახელმწიფოს მსახურება ჩემი მოწოდებაა“, – თქვა ბენეტმა პარლამენტისადმი მოკლე მიმართვის დროს.