ქარელში, მუსხელიშვილის ქუჩაზე ხელოვნურსაფარიანი სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ქარელში, მუსხელიშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს ხელოვნურსაფარიანი სტადიონის რეაბილიტაცია. ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სამუშაოები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

“პროექტის ფარგლებში განხორციელდება სტადიონის შემოღობვის, არსებული განათების სისტემის რეაბილიტაცია და დაზიანებული მწვანე საფარის ნაწილობრივი შეცვლა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს სტადიონის შემოღობვის აღდგენითი სამუშაოები. პროექტი ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტით.
სამუშაოებს ასრულებს შპს ,,ბულდერ გრუპი”, – ნათქვამია მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები