წეროვანში პარა-ფრენბურთში ტურნირი გაიმართა

წეროვანში, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დაშავებულმა სამხედროებმა პარა-ფრენბურთში იასპარეზეს.

უწყების ცნობით, ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით ჭიჭინაძე, თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.

პარა-ფრენბურთის ტურნირში ექვსი გუნდი მონაწილეობდა. გამარჯვებულ გუნდებს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები გადაეცათ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღეს 2021 წლიდან აღნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები