ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბიზნესმენ ირაკლი კაჭარავას წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მოიგო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ ბიზნესმენ ირაკლი კაჭარავას მიერ წარდგენილი სარჩელი არ დააკმაყოფილა.

სასამართლო გადაწყვეტილება მოსამართლე არჩილ კოჭლამაზიშვილმა გამოაცხადა.

მოსამართლემ ბასილაშვილის ადვოკატების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და მოსარჩელის არცერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ჩოგბურთელის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, ირაკლი კაჭარავა, როგორც ინვესტორი, მოგებიდან წილსა და სარეკლამო შემოსავლებიდან 30%-ის მიღებას ითხოვდა. თუმცა, მოსარჩელეს სასამართლოზე არანაირი ხელშეკრულება არ წარმოუდგენია, ვინაიდან მსგავსი შეთანხმება არც არასდროს დადებულა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები