აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა მუნიციპალიტეტის მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ზაზა შავაძემ მუნიციპალიტეტის მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე ზაზა შავაძემ 2022 წლის სამინისტროს მიმდინარე და განსახორციელებელ პროგრამებზე ისაუბრა. ასევე განხილული იქნა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში უფასო ხვნის პროგრამასთან დაკავშირებული საკითხები.

მერებთან გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მწვანე საგრანტო პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ,,სოფლის და სოფლის მეურნეობის ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD) ფარგლებში, პროგრამა განხორციელდება აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის თანამშრომლობით.

ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების ,,მწვანე საგრანტო პროგრამა’’ ითვალისწინებს სოფლად მცხოვრები ოჯახებისთვის საყოფაცხოვრებო მოხმარების მზის ელექტრო სისტემებზე წვდომის გამარტივების ენერგიის ხარჯების დაზოგვის, კლიმატის ცვლილებაზე ზემოქმედების შემსუბუქებისა და ბუნებრივ რესურსებზე ზეწოლის შემცირებას. პროგრამა ხორციელდება ქედის და ხულოს მუნიციპალიტეტებში.
“ჩვენ გავაგრძელებთ იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც დაწყებული გვაქვს, აქტიურად დავიწყებთ მუშაობას 2023 წლის პროგრამების შემუშავებაზე, მოხდება ყველა მნიშვნელოვანი საკითხის ანალიზი და ასახული იქნება მომავალი წლის პროექტებში”, – განაცხადა შეხვედრისას მინისტრმა.

ზემოთ აღნიშნულ შეხვედრას, მინისტრის მოადგილეები და ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები