გორში, სტალინის გამზირზე 5 წლის ბავშვს საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან ჩამოვარდნილი ფიცარი დაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ბავშვი კლინიკა “გორმედში” გადაიყვანეს და შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, გამოკვლევების მიზნით, თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანენ.
მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ამ კორპუსთან ის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ მიმდინარეობს, რაც სტალინის გამზირს ეხება და სამშენებლო რისკებთანაა დაკავშირებული, შესაბამისად, მომხდარს სამუშაოებთან შეხება არ აქვს.