ეკა ადამია – „600-ზე მეტი აფთიაქი დაჯარიმდა, ძირითადი დარღვევა მედიკამენტების ელექტრონული რეცეპტების გარეშე გაცემას ეხება“

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ეკა ადამიას განცხადებით, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდება მედიკამენტების ელექტრონული რეცეპტების საშუალებით გაცემა, აფთიაქების კონტროლი ხორციელდება. როგორც ადამიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ დროისთვის 600-ზე მეტი აფთიაქი დაჯარიმდა. ადამიას ინფორმაციით, ძირითადი დარღვევა მედიკამენტების ელექტრონული რეცეპტების გარეშე გაცემას ეხება.

„ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მიერ აფთიაქების კონტროლი ხორციელდება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდება მედიკამენტების გაცემა ელექტრონული რეცეპტების საშუალებით. ქვეყნის მასშტაბით 900-მდე აფთიაქია შემოწმებული. 600-ზე მეტში აღმოჩნდა ერთი, ან რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მედიკამენტის ელექტრონული რეცეპტით გაცემა არ ხდებოდა. ამ აფთიაქების დაჯარიმება ხდება. შემდეგ ისინი ისევ მოწმდებიან.
როგორც აღვნიშნე, 600-ზე მეტი აფთიაქი დაჯარიმდა. ჯარიმის ოდენობა ერთჯერადად 500 ლარს შეადგენს. რამდენჯერაც დარღვევა იქნება აღმოჩენილი, აფთიაქი ყოველ ჯერზე 500 ლარით ჯარიმდება. ძირითადი დარღვევა მედიკამენტების ელექტრონული რეცეპტების გარეშე გაცემას ეხება.

ფარმაცევტული სექტორის გამჭვირვალობისა და მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე დანახარჯის შემცირების მიზნით სახელმწიფო ფარმაცევტული სექტორის რეფორმას ახორციელებს. აპრილიდან ელექტრონული რეცეპტების სისტემა შევიდა ძალაში, რომელიც მე-2 ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის და ფსიქოტროპული მედიკამენტების მხოლოდ ელექტრონული ფორმით გამოწერას გულისხმობს, ის ქაღალდმატარებელზე აღარ გაიცემა. ასევე, დაინერგა გენერიკული რეცეპტის სისტემაც, რომელიც ძალაში 11 აპრილიდან შევიდა“, – განაცხადა ადამიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები