შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის, სამომავლო უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების ქვეკომიტეტის დელეგაცია ესტუმრა
შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების
კომიტეტის, სამომავლო უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების ქვეკომიტეტის დელეგაცია ესტუმრა.
„112“-ის დირექტორი – გიორგი არსოშვილი, დელეგაციის წარმომადგენლებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის საქმიანობის ძირითადი
მიმართულებების შესახებ ესაუბრა.
სტუმრები ადგილზე გაეცნენ „112“-ის მუშაობის სპეციფიკას, კერძოდ, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების
უზრუნველყოფის მიზნით მოქმედი ვიდეო მეთვალყურეობის სისტემისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისათვის დანერგილი ელექტრონული მონიტორინგის პროცესებს.