შოლცი: პუტინის ერთადერთი გზაა უკრაინაში წარუმატებლობის აღიარება

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ, სანქციებისა და სხვა შეზღუდვების სახით, რუსეთზე დასავლეთის ზეწოლა გაძლიერდება და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისთვის ამ სიტუაციიდან გამოსვლის ერთადერთი გზა უკრაინაში მისი გეგმების ჩავარდნის აღიარებაა.

ამის შესახებ შოლცმა ბავარიაში G7 სამიტის დასასრულს განაცხადა, – იტყობინება BBC.

კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს განვითარების საკუთარი გზა მეზობლების მხრიდან თავდასხმის საფრთხის გარეშე.

შოლცის თქმით, კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო იერიში „უკრაინის მოსახლეობის მიმართ პუტინის სისასტიკის კიდევ ერთი დასტურია“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები