“სურვილის შემთხვევაში, ზელენსკის სპეცოპერაციის შეჩერება დღის ბოლომდე შეუძლია” – კრემლში პირობა დაასახელეს

სურვილის შემთხვევაში, უკრაინის ხელისუფლებას საომარი მოქმედებების დასრულება რამდენიმე საათში შეუძლია, – განაცხადა კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.

პესკოვი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ G7-ის სამიტზე გაჟღერებულ გეგმებს გამოეხმაურა, რომ სურს – ომი წლის ბოლომდე დასრულდეს.

“უკრაინულ მხარეს ყველაფრის შეჩერება დღის ბოლომდე შეუძლია, საჭიროა, ნაციონალისტურმა ქვედანაყოფებმა იარაღის დაყრის შესახებ ბრძანება მიიღონ, უკრაინელმა სამხედროებმა მიიღონ ბრძანება იარაღის დაყრის შესახებ, ასევე, რუსეთის ფედერაციის პირობები შესრულდეს. ყველაფერი შესაძლოა, დღის ბოლომდე დასრულდეს. დანარჩენი უკვე უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის ფიქრებია“, – თქვა მან.

პესკოვმა დასძინა, რომ რუსული მხარე ხელმძღვანელობს ვლადიმირ პუტინის განცხადებებით – რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და მიზნებს აღწევს”.

მას ასევე განმარტა, რომ მისი დასრულების სავარაუდო თარიღები არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები