მარნეულის მერია საცხოვრებელი კორპუსის აივნის ნგრევის შედეგად მომხდარი უბედური შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია საცხოვრებელი კორპუსის აივნის ნგრევის შედეგად მომხდარი უბედური შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქალაქ მარნეულში, საცხოვრებელი კორპუსის აივნის ნგრევის შედეგად მომხდარი უბედური შემთხვევის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს, – ამის შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მოგახსენებთ, რომ საცხოვრებელი კორპუსიდან, სადაც ტრაგედია დატრიალდა, მოსახლეობის ნაწილი დროებით გადაყვანილია სასტუმროში, რასაც ფინანსურად უზრუნველყობს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია.

დაშავებულებს სამედიცინო დაწესებულებაში უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა.

ცნობისთვის, გუშინ მარნეულში, საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულზე აივანი ჩამოინგრა. გარდაიცვალა ორი ადამიანი, მათ შორის, ერთი ორსული ქალბატონი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები