გაერო: უკრაინის ომმა შესაძლოა, ნარკოტიკის წარმოების ზრდა გამოიწვიოს
გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ უკრაინის ომმა შესაძლოა, ნარკოტიკების წარმოების ზრდა გამოიწვიოს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ კონფლიქტური ზონები სინთეზური ნარკოტიკების წარმოების „მაგნიტად“ იქცევა ხოლმე.
აღინიშნება, რომ ომები ბაზარზე უფრო ძლიერ გავლენას ახდენენ, თუ კონფლიქტის ზონა რეალიზაციის რეგიონებთან ახლოს მდებარეობს.
მომხსენებლები ამბობენ, რომ უკრაინის ხელისუფლებამ 2019 წლიდან – 2020-მდე “ამფეტამინის” ნარკოტიკის 79 ლაბორატორია დახურა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში.
“ომმა შესაძლოა, გამოიწვიოს ლაბორატორიების რაოდენობის ზრდა, რადგან პოლიცია მათთან გამკლავებას ვერ ახერხებს”, – ნათქვამია გაერო-ს მოხსენებაში.