პრეზიდენტი: „სიქსტის კაპელის“ კედლებში ქართული გალობის მოსმენა ის ემოციური მომენტი იყო, რომელიც ჩვენი ისტორიის წიგნებში დარჩება

„სიქსტის კაპელის“ კედლებში ქართული გალობის მოსმენა ის ემოციური მომენტი იყო, რომელიც ჩვენი ისტორიის წიგნებში დარჩება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს.

მისი თქმით, საქართველოს კულტურისა და ჩვენი ქართული ტრადიციებისათვის ისტორიული საღამო გაიმართა.

“დღეს საქართველოს კულტურისა და ჩვენი ქართული ტრადიციებისათვის ისტორიული საღამოა. „სიქსტის კაპელის“ კედლებში ქართული გალობის მოსმენა ის ემოციური მომენტი იყო, რომელიც ჩვენი ისტორიის წიგნებში დარჩება. მადლობა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები