გადაუღებელმა წვიმებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

გადაუღებელმა წვიმებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. არსებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის სოფელ მედანსა და ჩქვალერში მეწყრული პროცესები განვითარდა. ასევე, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები, ბუნებრივი აირის მილი, წყალსაქაჩი და საავტომობილო გზა.

სტიქიის ზონაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან.

ბოლო დღეების განმავლობაში უხვმა ნალექმა სამეგრელოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები