რუსთავში ქალაქის  მერიის და სამაშველო სამსახურები მთელი ღამე სტიქიის შედეგებს ებრძოდნენ

ძლიერმა ქარმა რუსთავში, გვიან ღამით სახურავები დააზიანა, მოტეხა მრავალწლოვანი ხეები, მოგლიჯა გარე განათების ელექტროსადენები.

ქარმა მე-7ა მიკრო რაიონსა და სარაჯიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა. მშენებელთა და რუსთაველის ქუჩებზე, კი ხეები მოტეხა.

სტიქიამ ცენტრალურ პარკშიც მოტეხა ხეები და დააზიანა “ოქსიგენ ფესტისთვის”  დამონტაჟებული სცენა და ინფრასტრუქტურა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ რუსთავის მერიის შესაბამისი სამსახურები. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ “რუსთავ-სერვის ცენტრის” თანამშრომლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

,,მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა მერიის როგორც ინფრასტრუქტურის სამსახური, ისე ,,რუსთავსერვისცენტრი.” მერიის ცხელ ხაზზე შემოსული ყველა მისამართი შემოწმებულია. რამდენიმე ლოკაციაზე ხეები იყო წაქცეული, არის მისამართები, სადაც სახურავის პრობლემაც შეიქმნა. ამ წუთებშიც მუშაობენ ჩვენი სამსახურები,  ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც  წუხანდელმა სტიქიამ პრობლემა შექმნა, შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ და მაქსიმალურად გვერდში დავუდგებით მოსახლეობას”,- განაცხადა რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები