დავით ქართველიშვილი: “ნაცმოძრაობის” ყველაზე სტაჟიანი ლობისტი კარლ ბილდტი, პუტინის ერთ-ერთი ძირითადი საყრდენი-ოლიგარქის მიხეილ ფრიდმანის მრჩეველია
“ნაცმოძრაობის ყველაზე სტაჟიანი ლობისტი კარლ ბილდტი, პუტინის ერთ-ერთი ძირითადი საყრდენი-ოლიგარქის მიხეილ ფრიდმანის მრჩეველია”, – ამის შესახებ ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ნაცმოძრაობის ყველაზე სტაჟიანი ლობისტი კარლ ბილდტი, პუტინის ერთ-ერთი ძირითადი საყრდენი-ოლიგარქის მიხეილ ფრიდმანის მრჩეველია. ორი დღის წინ თავის ტვიტერზე, კარლ ბილდტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მისამართით “წაიუზრდელა”. (https://mobile.twitter.com/…/status/1539702753332699136…). ამის მერე, ამომივარდა ძალიან საინტერესო ინფორმაცია რუსეთის ნომერ მეორე ყველაზე მდიდარ ოლიგარქზე მიხეილ ფრიდმანზე (https://ru.m.wikipedia.org/…/%D0%A4%D1%80%D0%B8%D0%B4…) და მის მფლობელობაში არსებულ ლუქსემბურგის ერთ-ერთ კომპანია LetterOne Group-ზე (https://ru.m.wikipedia.org/wiki/LetterOne), რომლის მმართველობის მრჩევლად მუშაობს კარლ ბილდტი (https://news.yahoo.com/swedens-carl-bildt-advises-ukraine…). ამ საერთაშორისო თაღლითის შესახებ ჩემს არასრულყოფილ ინფორმაციაში ამ საინტერესო ფაქტის გამოტოვება უსამართლობა იქნებოდა. წინ მაქვს მისი კიდევ ერთ საინტერესო კომპანია RAND-ში (https://www.rand.org/about/organization/randtrustees.html) მუშაობის შესწავლა, ინტუიცია მკარნახობს – რაღაც საინტერესო ფაქტებს წავაწყდები…“, – წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.