ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სტიქიის ზონებში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, მამუკა წოწერია მოადგილე მაიზერ ნანავასთან ერთად სტიქიის სხვადასხვა ზონაში მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

ამასთანავე, მერიაში შექმნილია სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია.

შეგახსენებთ, რომ წვიმის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში და ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე პრობლემები შექმნა.

ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლის ეზოები, სავარგულები, წყალი შევიდა რამდენიმე სახლის პირველ სართულზე.

ჩამორეცხილი და დაზიანებულია შიდა საუბნო გზები, ხიდ-ბოგირები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები