საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ დავით შერაზადიშვილს „ქართული თეატრის ქომაგის“ წოდება მიანიჭა

ბოლნისის თეატრის მხარდაჭერისთვის საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს დავით შერაზადიშვილს „ქართული თეატრის ქომაგის“ წოდება მიანიჭა.

საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარემ გიორგი გეგეჭკორმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს „ქართული თეატრის ქომაგის“ ჯილდო, ბოლნისის თეატრის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო საღამოზე გადასცა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ 2019 წელს დავით შერაზადიშვილს „წლის საუკეთესო თეატრალური მერის“ წოდებაც მიანიჭა.

”მსურს, მადლობა გადავუხადო თეატრალურ საზოგადოებას „საქართველოს თეატრის ქომაგის წოდების“ მონიჭებისთვის, ეს ჩემთვის დიდი პატივია. ბოლნისის თეატრი უკვე 80 წელია ჩვენი მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების განვითარების საქმეში დიდ როლს თამაშობს. ამ სცენამ თეატრალურ ხელოვნებას არაერთი თაობა აზიარა. ბოლნისის თეატრს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს თითოეული ჩვენგანისთვის, რადგან თეატრის დასში ხშირად ვხედავდით და ვხედავთ ბოლნისისთვის ძვირფასსა და საყვარელ პიროვნებებს, ქალაქის კოლორიტებს, ადამიანებს, რომლებმაც ჩვენს მუნიციპალიტეტზე წარუშლელი კვალი დატოვეს. ბოლნისის თეატრი ეს მხოლოდ სახელწოდება არაა, ბოლნისის თეატრი თავის თავში აერთიანებს ღირებულებებს, რომლითაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ – ტოლერანტობა, სტუმარმასპინძლობა, ერთმანეთის გვერდში დგომა ქვეყნის საკეთილდღეოდ – ეს ის იდეალებია, რითაც ჩვენი მუნიციპალიტეტი გამოირჩევა. მთელი გულით მსურს, ჩვენს საამაყო თეატრს წარმატებები ვუსურვო. ჩვენი დასი განსაკუთრებით უყვარს მაყურებელს და ეს დიდი სიყვარული ნათლად ადასტურებს თეატრის პოპულარობასა და მნიშვნელობას“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები