„Axis Towers-ის“ „Pullman-ი“ – ხელოვნება და ბიზნესი 5-ვარსკვლავიან სასტუმროში
დედაქალაქის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „Axis Towers-ში“ 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „Pullman-ი“ გაიხსნა. თანამედროვე ბიზნესი მოითხოვს ისეთ გარემოს, რომელიც არის უნიკალური, შთამაგონებელი და ბიზნესს ახალ ღირებულებებს მატებს. სწორედ ამ კონცეფციის მატარებელია „Accor Group-ში“ შემავალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „Pullman-ი“.
„Accor Group-ი“ კონტინენტური ევროპის უმსხვილესი ფრანგული ბრენდია, რომელსაც 50 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს და, 5300 სასტუმროთი და 40-ზე მეტი ბრენდით, მსოფლიოს 110 ქვეყანაშია წარმოდგენილი.
„Axis Towers“-ის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ბიზნესცენტრია, „Pullman-ი“ კი, ბიზნესტურიზმზე ორიენტირებული ბრენდი, რომელიც „Axis Towers-ის“ კონცეფციას კარგად მოერგო. თავდაპირველად, ფრანგული ბრენდის შეთავაზება 4-ვარსკვლავიან სასტუმროს მოიცავდა, თუმცა „Axis Towers-ის“ პროექტის საწყის ეტაპზევე განსაზღვრული იყო, რომ მინის კოშკში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო განთავსდებოდა. სწორედ ამიტომ, „Accor group-ის“ პირველი პრემიუმ კლასის სასტუმრო თბილისში, „Axis Towers-ში“ გაიხსნა.
აღსანიშნავია, რომ სასტუმროს რამდენიმე უნიკალურობა ახასიათებს: სხვა 5-ვარსკვლავიანი სასტუმროებისგან როგორც სივრცითი მოწყობით, ისე კრეატიული გადაწყვეტილებებით გამოირჩევა. სასტუმროში ინდუსტრიულ-მოდერნისტული დიზაინის მქონე 220 ნომერი მდებარეობს და ერთმანეთს არც ერთი მათგანი არ ჰგავს. ამასთან, თითოეულ ნომერში ხელოვნების ნიმუშებია წარმოდგენილი.
„Towers-ის“ სასტუმროს ინტერიერის დიზაინზე, „Axis-ის“ არქიტექტორების გუნდთან ერთად, ფრანგმა დიზაინერმა, კრისტოფ პილემ იმუშავა. დიზაინში მრავალფუნქციური შენობის ერთიანი სტილი დაცულია. საუბარია ლოფტის/LOFT სტილზე, რომელიც სიახლეა და უჩვეულოა 5-ვარსკვლავიანი სასტუმროსთვის. თუმცა, ასეთი თავისუფალი სტილი კარგად მოერგო თავად სასტუმროს კონცეფციას, რომელიც ბიზნესტურიზმზეა ორიენტირებული. ინტერიერში, ლოფტისთვის დამახასიათებელ მასალებთან ერთად, სხმული ბეტონი და ბეტონის მოსაპირკეთებელი პანელები; ასევე, ძვირფასი მასალები – ბუნებრივი მარმარილოს ქვა, მინის, უჟანგავი მეტალის და სხვა თანამედროვე მოსაპირკეთებელი პანელებია გამოყენებული. მთავარი აქცენტები გაკეთებულია მხატვრულ განათებაზე, რომლის მართვითაც, განუმეორებელი ეფექტები მიიღება.
რას სთავაზობს სტუმრებს „Pullman-ი“
„Axis Towers-ში“ 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს არსებობით, ჭავჭავაძის გამზირი ახალ ტურისტულ ფუნქციას იძენს. იზრდება ტურისტული ზონა, რომელიც აქამდე მხოლოდ რუსთაველის გამზირს და ძველ თბილისს მოიცავდა. „Axis Towers-ის“ მიერ შექმნილ ახალ ტურისტულ სივრცეში სასტუმრო „Pullman-ის“ სტუმრებს და არა მხოლოდ მათ შეუძლიათ, მიიღონ ყველა ის სერვისი, რომელიც დასვენების, გართობის, თუ საქმიანი შეხვედრებისთვის არის საჭირო. „Axis Towers-ის“ სერვისები მრავალმხრივია და მოიცავს: 12 რესტორანსა და 7 ბარს; ახალ რეკრეაციულ სივრცეს, რომელშიც, ამავდროულად, 7 სხვადასხვა ტიპის კაფე-რესტორანია განთავსებული; ფიტნეს და სპა სივრცეს; 25 მეტრიან საცურაო აუზს, მოძრავი გადახურვითა და ღია ტერასით; „Axis Towers-ის“ ბრენდებს: სქაი ბარ „Weather report-სა“ და ფრანგულ რესტორან „Dumas-ს“.
ბიზნესტურიზმზე ორიენტირებული სასტუმროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ „Axis Towers-ში“ განთავსებულია თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და მაღალი უსაფრთხოების სისტემებით აღჭურვილი ბიზნესცენტრი. მისი წყალობით, ქალაქის ცენტრში ყველაზე დიდ, საერთაშორისო სტანდარტის საკონფერენციო სივრცეში შეძლებთ, უმასპინძლოთ 800-მდე სტუმარს, საქმიანი შეხვედრებისა და სხვა ღონისძიებებისთვის კი, შეგიძლიათ ისარგებლოთ სასტუმროს 700 კვ.მ. ფართობის მქონე ლობით და 7 შეხვედრების ოთახით.
სასტუმრო „Pullman-ის“, ისევე, როგორც მთლიანად „Axis Towers-ის“, ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია.