სამტრედიაში შიდა სასოფლო და საუბნო გზების კეთილმოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მასშტაბით შიდა სასოფლო და საუბნო გზების კეთილმოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში ბეტონის საფარი იგება სოფელ ზემო ნოღაში.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,გზები” ასრულებს.

“მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ზურაბ გოგიასთან ერთად დაათვალიერა.

მიმდინარე პერიოდში დაგეგმილია , სოფელ ჭოგნარიდან სოფელ გამოჩინებულში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის მონასტრამდე გზაზე ბეტონის საფარის დაგება.

პროექტს ახორციელებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი სამტრედიის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით. სამუშაოების განხორციელების მიზნით გამოცხადებულია ელექტრონული ტენდერი DEP220000020”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები