“რთული ვითარებაა” – მიკოლაევის მერი მოსახლეობას ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდებს

მიკოლაევის მერის, ალექსანდრე სენკევიჩის ინფორმაციით, ქალაქში ურთულესი ვითარებაა – ოკუპანტების მუდმივი იერიშების გამო, უკვე 111 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული.

“რადიო თავისუფლებასთან” საუბარში მან მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა.

„ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ყოველდღიურად გვბომბავენ. ჯამურად, დღესდღეობით 111 დაღუპული გვყავს, მათგან ერთი ბავშვია, ასევე, გვყავს 502 დაჭრილი. თითქმის ყოველდღე გვბომბავენ სხვადასხვა ტიპის ჭურვებით. ამ ჭურვების დაახლოებით 80% კასეტური ტიპის ჭურვია. ანუ, “სმერჩის” და “ქარიშხალის”ტიპის იარაღია”, – თქვა სენკევიჩმა.

​მაღალჩინოსანმა ქალაქში მცხოვრებლებს გასვლისკენ მოუწოდა.

“ვისაც სურს გადარჩეს, უცნობია, როდის დასრულდება ეს ყველაფერი. დღესდღეობით, ჩვენი გათვლებით, ომამდე მიკოლაევში მყოფი 480 ათასი მოქალაქიდან 230 ათასი რჩება“, – განაცხადა სენკევიჩმა.

ასევე, ის ურჩევს მოსახლეობას, არ დაბრუნდნენ ქალაქში, სანამ უკრაინელი სამხედროები ოკუპანტებს ხერსონში ან ყირიმამდე არ განდევნიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები