სამტრედიაში მსოფლიო ოლიმპიზმის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა სპორტული ღონისძიება გაიმართა
მსოფლიო ოლიმპიზმის დღესთან დაკავშირებით, სამტრედიის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.
მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მოეწყო შეჯიბრი საჯარო სკოლებს შორის მაგიდის ჩოგბურთში და 3X3 კალათბურთში.
მათივე ინფორმაციით, სპორტულ აქტივობებს მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, მოადგილე გია მეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ვაჟა სტურუა, კულტურის სამსახურის უფროსი ნატალია მანჯგალაძე, იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე, რეზო რობაქიძე და ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის იმერეთის კოორდინატორი, მანანა მანაგაძე ესწრებოდნენ.
გამარჯვებულები მუნიციპალიტეტის მერიის და ოლიმპიური კომიტეტის მიერ დასაჩუქრდებიან.
„ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას მსგავსი ტიპის აქტივობები კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს. ჩართულობა საკმაოდ მაღალია, რაც იმას მოწმობს, რომ სპორტი საზოგადოების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მუნიციპალიტეტის მერია მზადაა მხარი დაიჭიროს მსგავს ინიციატივებს. ვულოცავ ყველა გამარჯვებულს და ოლიმპიური მწვერვალების დაპყრობას ვუსურვებ მათ“, – განაცხადა დავით ბახტაძემ.