რუსთავის საფესტივალო სივრცე ,,ოქსიგენი” 25 და 26 ივნისს ,,არტ გენს” და ,,უსმინეს” უმასპინძლებს

რუსთავის საფესტივალო სივრცე ,,ოქსიგენი” 25 და 26 ივნისს ,,არტ გენს” და ,,უსმინეს” უმასპინძლებს.

პირველად რუსთავის ცენტრალურ პარკში, 25 და 26 ივნისს საფესტივალო სივრცე “ოქსიგენი” მუსიკალურ ფესტივალ “არტ – გენს” და “უსმინეს” უმასპინძლებს.
25-ივნისს მთავარი სცენა “გაგა ფრანს”, სუხიშვილებს და 33ა-ს დაეთმობა. ფოლკ სცენას, ქვემო ქართლის ფოლკლორული ჯგუფები და ანსამბლები, ასევე “ჩვენებურები” და ლელა ნაყეური დაიკავებენ.
26-ივნისს, ფესტივალის სტუმრებს თანამედროვე და ელექტრონული მუსიკის- “უსმინეს” დღე ელით. მთავარი სცენა, 19:00 საათიდან ჯგუფებს: Papanus, LUA, Bad Habits, Reggaeon, Killages დაეთმობათ.
ელექტროულ სცენას კი, 2022 წლის ზაფხულის ყველაზე მოთხოვნადი DJ-ები // 4pm – 4am დაიკავებენ.
მუსიკასთან ერთად “ოქსიგენი” სტუმრებს განტვირთვის სხვადასხვა სივრცეს შესთავაზებს,მათ შორის: Nonstop-კინოს, კვების, სპორტული აქტივობების, ლუდის, ღვინის და კოქტეილ-ბარის, გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენაც (STALL).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები