საერთაშორისო ოლიმპიური დღე ზესტაფონის მერიამ სპორტული ღონისძიებებით აღნიშნა

საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სპორტული ღონისძიებები გაიმართა. მერიის ცნობით, გაიმართა მამუკა ასლანიკაშვილის სანაპიროზე გარბენი და ველორბოლა. მარათონის მონაწილეებს მუნიციპალიტეტის მერი, ვასილ გველესიანი და საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე შეხვდნენ. ოლიმპიზმის საერთაშორისო დღე მიულოცეს და სასპორტო სკოლების მწვრთნელებს იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის სახელით სიგელები და მედლები გადასცეს.
სპორტული ღონისძიებები სიმონ საყვარელიძის სახელობის სასპორტო სკოლაში გაგრძელდა. ჩატარდა შეჯიბრი ჭიდაობასა და ფარიკაობაში. ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრები მაგიდის ჩოგბურთსა და მინი ფეხბურთში.
საერთაშორისო ოლიმპიური დღე 1948 წლიდან აღინიშნება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების თარიღთან დაკავშირებით. საქართველოში ოლიმპიზმის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 1994 წლიდან იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები