ხობში სტიქიის შედეგებს ებრძვიან – სალიკვიდაციო სამუშაოები დაწყებულია

ხობის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერი წვიმის შედეგად, დაიტბორა ეზოები, სავარგულები, ჩამოირეცხა სასოფლო გზების ნაწილი, წყალი შევიდა რამდენიმე სახლის პირველ სართულზე. ასევე, დაიტბორა ქალაქ ხობში საცხოვრებელი კორპუსის სარდაფი.
მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და მერიის წარმომადგენლები და სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ნატანი მასისაგან იწმინდება გზები და არხები.
ელექტროენერგია არ მიეწოდება ადმინისტრაციული ერთეულების ნაწილს. ადგილზე მუშაობენ “ენერგო- პრო ჯორჯიას” ჯგუფები.
ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ მდგომარეობას მერიის ხელმძღვანელი პირები ადგილზე ეცნობოდნენ. მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები სწავლობენ მდგომარეობას და დაითვლიან ზარალს, რის შემდგომაც გატარდება შესაბამისი ზომები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები