საქართველოს მოსახლეობამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში დიდი მსხვერპლი გაიღო თავისი ევროპული იდენტობისთვის. რუსეთის საომარი მოქმედებებისა და მტკივნეული რეფორმების გამოწვევების მიუხედავად, მათ აჩვენეს, რომ შეუძლიათ, გაუმკლავდნენ ამ გამოწვევებს, თუ გზა სუფთაა, – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადებაშია აღნიშნული.
კომისია ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად საქართველოსაც მიანიჭონ. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის თანაბრად კონკრეტული საგზაო რუკა უნდა შესთავაზონ.
“ვთვლით, რომ საქართველოს ასევე უნდა შესთავაზონ ევროკავშირის წევრობის თანაბრად კონკრეტული საგზაო რუკა. ევროპული საბჭოს შეხვედრის მოლოდინში, მოვუწოდებთ ევროპელ მეგობრებს, მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას“, – ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.